logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე გურჯაანის იუსტიციის სახლს ეწვია და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
- +

14 იანვარი. 2022. 12:36

 

 

„იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კახეთის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტს განაგრძობს. სართიჭალისა და სიღნაღის საზოგადოებრივი ცენტრების შემდეგ რატი ბრეგაძე გურჯაანის იუსტიციის სახლს ეწვია“, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

 

მინისტრთან ერთად გურჯაანის იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - თამარ ტყეშელაშვილი, ბუბა ლომუაშვილი, აკაკი საღირაშვილი და იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი.

 

გურჯაანის იუსტიციის სახლი ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 400-მდე მომსახურებას აწვდის. სახლი წლის განმავლობაში, საშუალოდ, 42 000-ზე მეტ სერვისს გასცემს.

 

რატი ბრეგაძე თელავის იუსტიციის სახლსაც ესტუმრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner