„საქართველოს სახელმწიფო დროშა ევროპის ერთ-ერთი უძველესი დროშაა და ის არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპულ ცივილიზაციას“, - ამის შესახებ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჩხეიძემ განაცხადა.
„ერთ-ერთ უძველეს რუკაზე აღმოჩენილია ჯვარი 4 სფეროთი, რაც ზუსტად იმავე შინაარსის მატარებელია, რაც 5-ჯვრიანი კომპოზიცია - ეს არის მაცხოვრის სიმბოლო, 4 მახარებელთან ერთად“, - განაცხადა ჩხეიძემ.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.