logo_geo
eng_logo
ილია ღუდუშაური: დევნილთა განსახლების მიმართულებით სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს
- +

18 იანვარი. 2022. 21:20

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, დევნილთა განსახლების მიმართულებით დევნილთა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს.

 

„სააგენტო ახორციელებს მშენებლობას და შემდეგ გადასცემს სახლს თუ ბინას საკუთრებაში, რასაც სჭირდება დრო. არსებობს სხვა პროგრამაც - მაგალითად, საკონკურსო წესით ბინების შეძენა. ამ ეტაპზე ეს კონკურსი გამოცხადებულია, თუმცა საკონკურსო პროცედურებს სჭირდება ვადა. არსებობს მესამე გზაც, როდესაც სააგენტო სთავაზობს, 550 დოლარის ფარგლებში, თუ თავად მოიძიებენ ბინას, შეუძლიათ მომართონ განცხადებით სააგენტოს და განხილვის შემდეგ მათი მოთხოვნა მყისიერად დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner