„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებოდა“, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლება დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში უკრაინაში საკუთარი საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებოდა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს თავდასხმა უკრაინაზე. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. უახლოეს დღეებში ბლინკენი ჩავა კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი ბერლინში, სადაც პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს“, - განაცხადა ფსაკიმ.