„რუსეთის გაზრდილი აგრესიულობის ფონზე, საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენ გარშემო, რაც თავისთავად აისახება ასევე ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკაზე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი აისახება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
„საკმაოდ რთული რაუნდი გველის მარტში და აღნიშბულიც არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც პარტნიორებთან ერთად ვმართავთ კონსულტაციებს“, - განაცხადა დარსალიამ.