საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებს ეხმაურება.
„ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიაში საგანგაშო რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საინტერესო დისკუსია მქონდა. როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო აღიარებულია ამბიციური რეფორმების განხორციელების თვალსაჩინო გამოცდილებით“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე.