„ძალიან რთული მოვლენებია რეგიონში და ვხედავთ, რომ არის სამხედრო ესკალაციის ძალიან დიდი საფრთხე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ამ მოვლენებზე ძალიან დიდი ყურადღებით დაკვირვება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მეგობარ უკრაინას გულშემატკივრობს. „ისინი არიან ჩვენი მეგობრები და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამხედრო ესკალაცია არ შედგეს. სწორედ ამას ეხება ეს რეზოლუცია, რომელიც დავაიინიცირეთ. ომის არდაშვება მთავარი ამოცანაა ჩვენთვის და ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რაც შეეხება სიტყვებზე გამოკიდებას - ეს არის სპეკულაცია, მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა არასწორია იმ დროს, როდესაც რეზოლუციაში ყველაფერი ნათქვამი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი. საქმე ეხება ესკალაციის საფრთხეს, საქმე ეხება ასევე იმას, რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, მათ შორის ნატოში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა კობახიძემ.