logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს აქვს კონკრეტული რესურსი - ფული და ტელევიზიები, მელიას არ აქვს, ის ამით ყოველთვის ახერხებს პარტიაში ვითარების კონტროლს
- +

27 იანვარი. 2022. 00:07

 

„სააკაშვილს აქვს კონკრეტული რესურსი - ფული და ტელევიზიები, რაც არ აქვს არც მელიას და არც ვინმე სხვას. შესაბამისად ამ რესურსით ის ყოველთვის ახერხებს ვითარების კონტროლს პარტიის შიგნით. ეს სხვანაირად ვერც იქნებოდა. სხვები, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არიან ამ რესურსზე. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ მაინცდამაინც დიდი სივრცე მოქმედებისთვის. ეს არეალი არის უკიდურესად შეზღუდული. ასეთ დაპირისპირებებში ყოველთვის, ციხეში იქნება, კიევში თუ სადმე სხვაგან, სააკაშვილი იქნება გამარჯვებული. მიუხედავად იმისა, რომ ციხეშ ყოფნის პერიოდში მას დაუსუსტდა პოზიციები, მაინც, სწორედ ამ ფინანსებისა და ტელევიზიების გამო მას ეთქმის გადამწყვეტი სიტყვა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„მათთან პარტიაში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ როდესაც ვინმე არ მოსწონთ, ან ვინმესი ეშინიათ და საფრთხეს ხედავს სააკაშვილი ვინმეში, საქმეში ერთვება კონკრეტული ტელევიზიები და ამით ემუქრებიან პოლიტიკურ ფიგურებს. ემუქრებიან რომ მოხდება მათი გაქრობა ტელევიზიებიდან და ა.შ. ეს არის მათთან ირებული პრაქტიკა. თან ფულს არ აძლევენ, ავალებენ აქციების მოწყობას. ამაზე ხშირად წუწუნებენ ხოლმე, განსაკუთრებით მელია, რომ ავალებენ აქციების მოწყობას და ფულს არ აძლევენ და სულ მიდის ამაზე წუწუნი. ასეთი კონფლიქტები აქვთ პარტიის შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც უფრო სუსტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მიტ უფრო ძლიერი იქნება ქართული დემოკრატია. ეს არის ანტისისტემური პოლიტიკური პარტია. „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება პირდაპირპროპორციულად აისახება ქართული დემოკრატიის გაძლიერებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner