logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ბოლო მომენტში გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშველი რგოლი გადაუგდო
- +

27 იანვარი. 2022. 00:08

 

„განსაკუთრებით სჭირდებოდა „ნაცმოძრაობას“ გამაგრება ბოლოს წალენჯიხაში, სადაც რომ არ შემდგარიყო ეს კოალიცია, შეიძლებოდა დამდგარიყო მერის რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ბოლო მომენტში გახარიამ მაშველი რგოლი გადაუგდო „ნაციონალურ მოძრაობას“. შეუნარჩუნა მერი, აირჩიეს თანამდებობის პირები, დაამტკიცეს ბიუჯეტი და ა.შ. მანამდე ეს მოხდა ჩხოროწყუში. სხვაგანაც აქვთ ამის მცდელობა და ალბათ მორიგ მაგალითებს ვიხილავთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„პირდაპირ ვიტყვი - ისინი პარტნიორები არიან. რეალურად არის რაღაც სტრატეგიული კავშირები, რომლებიც აქვს ამ ორ პოლიტიკურ პარტიას და იმდენად უხერხული თემაა, რომ დღეს ამის გაშლა არ ღირს. თუმცა, ამის დრო აუცილებლად დადგება. არის სტრატეგიული კავშირი, რომელიც კონკრეტულ ინტერესებს ეფუძნება, აქედან გამომდინარე, ძალიან მჭიდროა ეს ალიანსი, რომელიც არის ამ ორ პარტიას შორის, ამიტომ მათ მოუწიათ ამის გამჟღავნებაც. მანამდე მალავდნენ და ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგალითზე ეს ვეღარ დამალეს და გახდა ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით არჩევნების წინ, ის მათ თავად გაასაჯაროვეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner