logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოზე“: ვერც გარედან დაგვაზიანეს და ვერც შიგნიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პოზიციები სუსტია, ჩვენი კი ძლიერი
- +

27 იანვარი. 2022. 00:09

 

„ძალიან მარტივი თამაში იყო: „ნაცმოძრაობა“ შიგნიდან, „ლელო“ გარედან - იმდენად არიან ერთმანეთთან გადაკვეთილი, ამის უკან კიდევ რა დგას, კაცმა არ იცის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„არ ვიცი, როგორ შეიძლება 2 სუბიექტი ერთმანეთთან იყოს გადაჯაჭვული - რაღაც აუცილებლად უნდა იდგეს ამის უკან. ეს თამაში აშკარად იკითხებოდა, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ 1 მედლის ორი მხარე იყო. ეს იყო მათი ტაქტიკური გათვლა, თუმცა ვერც გარედან დაგვაზიანეს და ვერც შიგნიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პოზიციები სუსტია, ჩვენი კი ძლიერი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner