„ზამთარია და ამ პერიოდში დადის დაახლოებით 200 სხვადასხვა ვირუსი, რომელსაც შეუძლია ე.წ. გაციება გამოიწვიოს. არის ერთი კარგი წესი, ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის დროს, უნდა ვატაროთ პირბადე, რომ სხვები არ გავხადოთ ავად“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ამასთან, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალ შტამზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი შეიძლება იყოს ყველა ის სიმპტომი, რაც ჩვეულებრივ გაციებას ახასიათებს.
„კიდევ უფრო ნაკლებადაა აღწერილი გემოს და სუნის დაკარგავ, რომელიც წინა ვარიანტებში იყო, ომიკრონსაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გაცილებით უფრო იშვიათად, 1-2%-ში. დანარჩენი, რაც კი შეიძლება გაციებას ჰქონდეს, ხველა იქნება, სურდო იქნება, ტკივილი იქნება, საერთო სისუსტე, ყველაფერი შეიძლება ახასიათებდეს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.