კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლები წყალტუბოს რაიონში, სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას, ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები გაუწევენ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში ადგილობრივებმა უკვე ისარგებლეს, ნაწილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა. კამპანია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.