logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ: ნატოს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა, რა მოთხოვნები ჰქონდა რუსეთს
- +

29 იანვარი. 2022. 20:55

ნატოს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა, რა მოთხოვნები ჰქონდა რუსეთს ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნატოს შტაბბინაში ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შევხვდით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ასევე გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ამ შეხვედრებზე სამი ძალიან მკაფიო გზავნილი მივიღეთ. პირველი - ნატოს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა თუ რა მოთხოვნები ჰქონდა რუსეთს ამასთან დაკავშირებით. მეორე - ნატო არ შეეგუება მცდელობას, რომ მსოფლიო ისევ დაიყოს გავლენის სფეროებად და მესამე - ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე სხვა ქვეყნებთან და იგულისხმება რუსეთი, არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება.

თვითონ ნატოშიც, სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებიან, მათ შორის ყველაზე უარესი სცენარი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის სამხედრო ინტერვენცია რუსეთისა უკრაინაში. ჩვენ, შეხვედრებისას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით - ის, რომ ჯარების კონცენტრაცია ახლა ხდება უკრაინაში, ამავდროულად არ უნდა დავივიწყოთ საქართველო. საქართველოს საზღვრებთან რუსეთს ჯარების კონცენტრაცია არ სჭირდება, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც საკმარისი ჯარი ჰყავს, ამიტომ ჩვენი გზავნილი იყო არა მხოლოდ ნატოში, არამედ ევროკავშირშიც, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზეც უნდა ვიზრუნოთ და უნდა ვიზრუნოთ ერთად, რადგან საქართველო ამ გამომწვევებს მარტო ვერ გაუმკლავდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner