logo_geo
eng_logo
თბილისის არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაზე ნებართვა გასცეს, თუმცა პროექტი აღარ მიუღიათ
- +

2 თებერვალი. 2022. 19:47

 

 

თბილისის არქიტექტურის სამსახური პასუხობს მოქალაქის - თამუნა იარაჯულის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას მერიამ ნებართვა არ მისცა, რომ შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი აეშენებინა. სამსახური განმარტავს, რომ მას, პირველ ჯერზე, ნამდვილად ეთქვა უარი, რადგან, საჭირო იყო განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ). იმავე თვეში, რამდენიმე დღეში, იმავე საკითხის განხილვის შემდეგ, გაიცა თანხმობა, თუმცა, სამსახურში აღარ შესულა პროექტი.

 

„2019 წელს მან მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად ორჯერ. პირველ ჯერზე (04.03.2019) უარის მიზეზი იყო გაუნაშენიანებელი ტერიტორია, რომელიც საჭიროებდა გრგ-თი განვითარებას. იმავე თვეში, კვლავ მიმართა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებზე და ვინაიდან გრგ-ს დამუშავება დიდ დროსთან იქნებოდა დაკავშირებული, სწორედ ასაშენებელი შენობის ფუნქციიდან გამომდინარე, 05.04.2019-ში მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება და დავამტკიცეთ 01.14.01.001.184 საკადასტრო კოდზე სარეაბილიტაციო ცენტრის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მას შემდეგ არქიტექტურის სამსახურში აღარ შემოსულა არქიტექტურული პროექტი შესათანხმებლად. აღნიშნულის შესახებ გვინდოდა ბატონ ნოდარ მელაძის ინფორმირებაც, მაგრამ, სამწუხაროდ მის ფეისბუკის გვერდზე კომენტარის ველი გაუქმებულია“, - აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.

 

იქამდე, თამუნა იარაჯულმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „მე პირობა მქონდა, ვადები და თქვენ ცხრა თვე მალოდინეთ, მათ შორის ერთი უარის პასუხიც თქვენთან ინახება, აქ რამე ტყუილია გულწრფელად გეკითხებით? შევხვდეთ, გამონახეთ დრო, დაესწროს ილია ელოშვილი, ვისთანაც მქონდა შეხვედრები მშნებლობის ნებართვას რომ ვითხოვდი და არ მაძლევდით და, ამის გამო, მიწის დაბრუნება მომიწია, უკანონო მშენბლობას ვერ დავიწყებდი, რადგან არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, მზად ვარ, ჩემი საბუთებით და თქვენი უარით ხელში შეგხვდეთ“.

 

ამავე საკითხზე, დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე, განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმაც. მისი თქმით, ვისაც სურს, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოს, შეუძლია, მიმართოს მერიას და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner