„2008 წლის რეზოლუცია საგულდაგულოდ გადამალული იყო - ეს არი არის რუსეთის სასარგებლო მოქმედება? ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა ქართველი სამხედროების მიერ იყო ტყუილი. ანუ, რა ვერსიას გვთავაზობენ: სიმართლე რაც იყო და მოცემულობა, რასაც მთელი მსოფლიო უყურებდა, ეს რომ ჩაწერილიყო, ტყუილი დააბრალეს საკუთარ სამხედროებს, ეს არის კომპრომისი?“ - ამის შესახებ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის გარანტი, ასეთი გენეტიკა აქვს მას შექმნის დღიდან და მისი მოქმედების ეგიდა ეს გახლავთ, „ნაცმოძრაობა“ კი არის პარტია, რომელიც დაფუძნებულია ომის რიტორიკაზე, ოღონდ ხანდახან ომი და ბრძოლა ვაჟკაცობასთან იგივდება ხოლმე. ომის რიტორიკის შედეგი თუ ომი იქნა, შემდეგ ისინი გარბიან ამ ომიდან“, - განაცხადა მდინარაძემ.