logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: 2004 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობას“ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ რუსეთს არ ჰქონოდა უპირატესობა რეგიონში
- +

4 თებერვალი. 2022. 10:36

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში გაემგზავრნენ. როგორც ამბობენ, მათი მიზანი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებაა, თუმცა მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ რევოლუციაზე ხელი არ მოუწერიათ.

 

პარტიაში არ მალავენ, რომ უკრაინაში საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც იქნება. ამ საკითხს მმართველ გუნდშიც აფასებენ. მათი განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლებას რუსეთის უპირატესობის წინააღმდეგ ნაბიჯები არასოდეს გადაუდგამს.

 

„2004 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ რუსეთს არ ჰქონოდა უპირატესობა რეგიონში და თუნდაც საქართველოში - ეს არის მავნებელი ადამიანის ჯგუფი, რომლებიც მართავდნენ, რომლებიც იყვნენ მმართველობაში და დღეს ცდილობენ თავის თავის გამართლებას იმით, რომ პრინციპული პოზიცია უჭირავთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner