„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა საშუალება იმის, რომ მხარი დაეჭირა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის. მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში გაემგზავრების ფაქტს.
„ახლა მათი ნაბიჯი, რომ გაემგზავრონ უკრაინაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეცდებიან გამოიყენონ ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ რამენაირად გარკვეული ხინჯი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში, იქნება აბსოლუტურად წარუმატებელი“, - აღნიშნა ტალიაშვილმა.