logo_geo
eng_logo
თაკო ჩარკვიანი: ჯანსუღმა შემოგითვალათ...
- +

5 აგვისტო. 2016. 11:03


„პასუხი ერთი მინაწერის გამო", - ამ სათაურით სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა შევახსენო მავანს, რომ იმ ოჯახიდან ვარ სადაც 23 წლის მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი, 1956 წლის 9 მარტს მიტინგზე საქართველოს თავისუფლებას ითხოვდა და ამის შესახებ, სრულიად შემთხვევით (უკვე შედარებით დიდ ასაკში) არქივიდან შევიტყვე და ბედნიერი ვიყავი მისი საქციელის გამო. იმ ოჯახიდან ვარ, სადაც 1969 წელს, გარეთ თავისუფლების ფოთოლიც, რომ არ შრიალებდა და ჯანსუღი პოემა "რწმენის კედელს" წერდა. იმ ოჯახიდან ვარ, 1972 წელს ჰიმნი "თავისუფლებას" რომ მიუძღვნა მამამ და "ტყვია მიზანში მოსახვედრია"-ო რომ ამბობდა, დიახ 1972-ში (მე ახლაც მიკვირს). იმ ჟურნალ "ცისკრის"რედაქტორის შვილი ვარ, 70-იან წლებში ჟურნალი, რომ "დაუხვრიტა" რკინის შტივებით, მთელი ტირაჟი მე-8 პოლკმა - რეზო ჯაფარიძის ანტისაბჭოთა წერილის დაბეჭდვის გამო (რამოდენიმე ცალი სტამბის მუშებმა გადაარჩინეს). იმ კაცის შვილი ვარ, ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას ერთადერთმა ხელი რომ არ მოაწერა და 1989 წლის 8 აპრილს ჯარის შემოსვლას რომ აპროტესტებდა აქტივის კრებაზე. ამ და მრავალ ასეთ საქციელს, ცხადია, ისე არ ჩაუვლია - უბრალოდ, დიდი გაჭირვებაც გამოვიარეთ, ბევრი ინფაქტებითა და ბინძური თავდასხმებით, პრესაში თუ ისე, მაგრამ, მამას საძმოსთან ერთად ყველაფერს გავუძელით. აბა „დათა თუთაშხიას" დაბეჭდვა 70-იან წლებში, რეჟიმის დროს, ვინმეს იოლი თუ ჰგონია - გონება სუსტი უნდა იყოს. რატომ გავკადნიერდი და რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი, ახლავე მოგახსენებთ. იმიტომ, რომ შევახსენო ვიღაც „ფეიკსა" თუ აგენტს - ქვეყნის სიყვარული „კალინკა"-ზე ცეკვა და მხოლოდ ხინკლის ჭამა რომ ჰგონიათ, შევახსენო, რომ ჩვენი ოჯახი იმ ფოლადიდან არის „ფეიკებისა" და „შნიკების", უცხო ქვეყნის მომსახურე პირების „სიმხურვალეზე" რომ არ დნება, რადგან ძალიან, ძალიან პატარა ვიყავი ეროვნული ღირებულებები რომ მასწავლეს და რომ მითხრეს - „მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი".

 

პ.ს. ჯანსუღმა შემოგითვალათ პატარ-პატარა "შნიკებს" აი ეს ლექსი ჯანსუღის "სიცილნათელებიდან" ( ესეც 70-იან წლებში დაწერილი ფუნაგორიაა)..

 

„შეიძლება რთხმელა მოჭრათ, ისე როგორც გენებოთ,

მაგრამ მუხას რკოს ვერ მოსჭამთ ცულიანო მკვლელებო", - წერს თაკო ჩარკვიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner