logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: დონბასში არანაირ თავდასხმით ოპერაციას ან დივერსიას არ ვგეგმავთ
- +

18 თებერვალი. 2022. 20:57

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს უკრაინა დონბასის ოკუპირებულ რაიონებზე თავდასხმას ამზადებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

„უკრაინა არ ატარებს და არ გეგმავს არანაირ თავდასხმით ოპერაციას ან რაიმე დივერსიას დონბასში. კატეგორიულად უარვყოფთ რუსული პროპაგანდის მსგავს გზავნილებს. უკრაინა კვლავ რჩება რუსულ-უკრაინული შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარების ერთგული“, - აცხადებს კულება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner