logo_geo
eng_logo
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას შეხვდა
- +

18 თებერვალი. 2022. 23:39

 

 

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

 

მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ისტორიული ვიზიტი საქართველოში.

 

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ინდოეთს წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადმოცემისთვის. ორმხრივ ურთიერთიბებზე  საუბრისას,  მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს და ამ მხრივ არსებული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით აქტიური მუშაობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო რეგიონალური და გლობალური უსაფრათხოების მიმდინარე გამოწვევებს და საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner