საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში იორდანიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს აიმან ხუსეინ აბდულა ალ-საფადის შეხვდა.
მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-იორდანიის ორმხრივი ურთიერთობა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ პარტნიორულ და მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა იორდანიის მხარეს, პირადად იორდანიის მეფეს აბდულა მეორეს და ასევე კოლეგას უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც მდინარე იორდანეს სანაპიროზე საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა წმინდა მიწის ნაწილი. კვლავ დადასტურდა მხარეების მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ აღნიშნულ მიწაზე ქართული კულტურული ცენტრის აშენებისა და ფუნქციონირების მიმართულებით.
მინისტრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ახლო მომავალში მსგავსი ვიზიტების გაცვლისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს მჭიდრო და კარგ თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ მზარდ პოტენციალს, ისევე როგორც წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთიბების თვალსაზრისით.