logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს
- +

19 თებერვალი. 2022. 01:18

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს.

 

„უთანხმოება დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა დარეგულირდეს. ჩვენ ღრმად შეშფოთენულნი ვართ, რომ ეს ის გზა არ არის, რომლითაც რუსეთი მიდის. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბოლო 24-48 საათის განმავლობაში. ეს იმ სცენარის ნაწილია, რომლის განხორციელება უკვე მიმდინარეობს. საუბარია ყალბი პროვოკაციის შექმნაზე, რათა შემდეგ ამ პროვოკაციას უპასუხონ და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესია განახორციელონ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის განცხადებების მიუხედავად, ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან თავისი ძალები არ გაიყვანა.

 

„პირიქით, ჩვენ ვხედავთ დამატებით ძალებს, რომლებიც საზღვრისკენ მიემართებიან, მათ შორის მოწინავე ძალებს, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის ნაწილი იქნებიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმირებულნი. უკიდურესად ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner