logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ნატო რელიგია კი არ არის, რომლის უბრალოდ უნდა გწამდეს, ნატო არის ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოადგეს ჩემს ქვეყანას
- +

20 თებერვალი. 2022. 01:48

 

„დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს დასავლეთის კონსოლიდაციაზე, რაც ხელშესახები და გასაგებია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ რუსეთმა მიიღო ასეთი შედეგი, რომ მან დაანახა უკრაინას და ჩვენ, რომ ერთი და იგივე ფასის გადამხდელი საქართველოსა და უკრაინაში დასავლეთი და რუსეთი არ არიან და რუსეთი მზად არის მეტი გადაიხადოს, ვიდრე გადაიხდის დასავლეთი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, როდესაც მან თქვა, რომ თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს.

 

„სტოლტენბერგის განცხადება ნიშნავდა, რომ ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში, მაგრამ თუ თქვენ თქვენი ძალებით 5 დღე შეძლებდით გაგაძლოთ, ჩვენი დახმარების შემდეგ გაძლებთ 25 დღე - ეს არ არის პასუხი. ნატო რელიგია კი არ არის, რომლის უბრალოდ უნდა გწამდეს, ნატო არის ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოადგეს ჩემს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანაც უნდა გამოადგეს ნატოს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner