გორში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეები და აქტივისტები უკრაინისა და საქართველოს დროშებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმეს.
სოლიდარობის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს ჰიმნიც გაჟღერდა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.