„რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს შევატყობინე. ეს მთელი ევროპის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.