დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უნდა დამარცხდეს და ამის მისაღწევად საჭიროა რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის უმოქმედობას ან არასაკმარის რეაქციას წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.