logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: ვლადიმერ პუტინი უნდა დამარცხდეს და ამის მისაღწევად საჭიროა მისი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია
- +

24 თებერვალი. 2022. 20:21

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უნდა დამარცხდეს და ამის მისაღწევად საჭიროა რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის უმოქმედობას ან არასაკმარის რეაქციას წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner