logo_geo
eng_logo
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ გეგმავს
- +

24 თებერვალი. 2022. 21:23

 

 

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ გეგმავს.

 

ამასთანავე, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების პაკეტი მზადდება, რომელსაც ევროკავშირი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მიიღებს. სანქციები რუსეთის სამრეწველო და ფინანსურ სექტორებს შეეხება და მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის წვდომას ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე.

 

რობერტ ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ენერგორესურსებით უზრუნველყოფა არ შეფერხდება და გერმანია გაზის რეზერვებს შექმნის.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner