„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს.“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილ პოდოლიაკმა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს შევატყობინე. ეს მთელი ევროპის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა“.