logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: შეუძლებელია სიტყვებით გამოხატო ის სიმძიმე, რომლის წინაშეც უკრაინელი ხალხი დგას
- +

24 თებერვალი. 2022. 23:58

 

 

ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოიძებნება საშუალებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს სისხლის ღვრა შეწყდეს

 

 

„მინდა სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია სიტყვებით გამოხატო ის სიმძიმე, ტკივილი და დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც უკრაინელი ხალხი დგას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოიძებნება ის საშუალებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეწყდეს სისხლის ღვრა.

 

„ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ უკრაინელების გამოწვევა, ეს არის მთელი ევროპისა და მსოფლიოს გამოწვევა. უკიდურესად მძიმე სანახავია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოს წეს-წყობილობა იცვლება და როდესაც ხდება სრული უგულებელყოფა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დიდი სამხედრო ძალის ხარჯზე ხდება სახელმწიფოს დაპყრობა. ეს არის მიუღებელი და დასაგმობი. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოიძებნება ის საშუალებები, რომელიც პირველ რიგში საშუალებას მოგვცემს შეწყდეს სისხლის ღვრა და დამყარდეს სიმშვიდე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner