აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შესაძლებლობა კვლავ განიხილება.
„ეს არ არის ბლეფი. ეს შესაძლებლობა მაგიდაზეა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა არ უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, რატომ არ უწესებს ვლადიმერ პუტინს პერსონალურ სანქციებს დღესვე.