logo_geo
eng_logo
„სიკეთის დანახვა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც თუნდაც ერთი პატარა კეთილი საქმე გაუკეთებია!“
- +

7 აგვისტო. 2016. 23:39


ნინო თხელიძე Black Sea Arena-ს შესახებ წერს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.



„სიკეთის დანახვა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც თუნდაც ერთი პატარა კეთილი საქმე გაუკეთებია. მადლიერების გამოხატვა კი კეთილი საქმის გამკეთებელზე მეტად ჩვენ, ამ სიკეთის მომხმარებელს გვჭირდება და ეს არაფრით არ გვამცირებს...

 

ძალიან მომეწონა საკონცერტო დარბაზი, საოცრად კარგი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის ტექნიკური აღჭურვილობა. კონცერტზე ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან მომწონს ვანესა მეის შემოქმედება, ჩემს გემოვნებაში ჯდება კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ასეთი სინთეზი, თანაც ასე მაღალ დონეზე და ლამაზად შესრულებული. იყო არაჩვეულებრივი მსმენელი და კონცერტის დასასრული ძალიან ამაღელვებელი. ყველაფერმა ამან შექმნა გასაოცარი განწყობა და ვისაც ეს ადამიანისათვის ზედმეტი გონია, მათი აზრი არ მაინტერესებს.

 

მე კი მადლობელი ვარ, მით უმეტეს, ამ ყველაფრის შექმნაში სახელმწიფოს მონაწილეობა ნულია, სარგებელი კი სახელმწიფოსი."- წერს თხელიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner