“ამერიკის ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს, გამოყენებულია იმ დონეზე, რაც მისასალმებელია. ამის იქით აღარ იკითხება არაფერი. არ არსებობს ისეთი რესურსი, რითაც შეგიძლია დააზიანო რუსეთი - აგრესიის საშიშროებას რომ თავი დავანებოთ - და რამდენად თანაზომადია ეს იმ ზარალთან, რომელიც მან შეიძლება მოგაყენოს ენერგორესურსებით, ხორბლით და სხვა პროდუქციით, - ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„არ მინდა პრიმიტივიზმამდე ჩამოვიდე და ის ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ზღვა ინფორმაციას აგზავნიან უკრაინაში, დასავლეთში - თითქოს ჩვენ რაღაცას ისეთს ვაკეთებთ, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო პოლიტიკას. ჰელსინკის საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, ტაში ეკუთვნის იმისთვის, რასაც აკეთებს. ამერიკის ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს, გამოყენებულია იმ დონეზე, რაც მისასალმებელია. ამის იქით აღარ იკითხება არაფერი. არ არსებობს ისეთი რესურსი, რითაც შეგიძლია დააზიანო რუსეთი - აგრესიის საშიშროებას რომ თავი დავანებოთ - და რამდენად თანაზომადია ეს იმ ზარალთან, რომელიც მან შეიძლება მოგაყენოს ენერგორესურსებით, ხორბლით და სხვა პროდუქციით. მეტიც, ცენტრალური მაგისტრალიდან 700 მეტრშია რუსეთის სამხედრო ბაზა. რასაც ვლაპარაკობ, ამის გადასაფარად სხვა რესურსი არ გააჩნია „ნაცმოძრაობას“, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ამტკიცონ, თითქოს ჩვენ ცუდად ვიქცევით“, - აცხადებს ვოლსკი.