,,ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს რამე ინსტრუმენტი, რომ რუსეთი დავაზიანოთ ისე, რომ ამას რამდენიმეჯერ უფრო დიდი ზიანი საქართველოსთვის არ ჰქონდეს”, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ ასე თუ ისე რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების კუთხით დაღმავალი ტრენდი გვექნება მომდევნო დღეებში, თვეებსა და წლებში, რადგან რუსეთის ეკონომიკა არ იქნება ის, რაც არის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ დღესვე ჩავკეტოთ და ბოლო ტრანზაქციებიც არ განვახორციელებინოთ, არ მგონია ეს სწორი იყო, რადგან ეს გარდამავალი პერიოდი და პროცესი უნდა იყოს“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.