ყველა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, თუ რატომ არ ხდება ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე შეერთება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, მათი ყველა ნაბიჯი, ქმედება ამ კუთხით, დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე ხორციელდება.
„როდესაც ხელისუფლების ფორმატში მიმოვიხილეთ ეს საკითხები, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, დავგმოთ ის აგრესია, რომელიც ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა. გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენი თითოეული ნაბიჯი განხორციელებულია ძალიან ახლო კონსულტაციების საფუძველზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ყველა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, თუ რატომ არ ხდება ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან სანქციებზე შეერთება“, - განაცხადა მიქანაძემ.