„საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, დასავლეთთან და იმ ლიდერ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში ფლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს, რომ შეაჩერონ რუსეთის აგრესია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მტკიცედ აქვს გაცხადებული თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი და ამ კურსის შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება.
„საქართველოს მტკიცედ აქვს განსაზღვრული თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, დასავლეთთან და იმ ლიდერ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში ფლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს, რომ შეაჩერონ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. შესაბამისად, ამ ყველაფრის მიღმა არის რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად იგონებს თემებს და თავადვე პასუხობს, ასევე მის მიერ კონტროლირებად მედიაში მართავს განხილვებს, სადაც მაგიდის ორივე მხარეს თავად ზის“, - განაცხადა თალაკვაძემ.