„საზოგადოება აფასებს იმ ზომიერ ნაბიჯებს, რომელსაც ხელისუფლება დგამს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
„ჩვენ ვიცით, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოიტანოს ახალმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და საზოგადობა იყოს კონსოლიდირებული და ერთიან პოზიციაზე“, - განაცხადა სამხარაძემ.