„პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე სიონში პარაკლისს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, დეპუტატებთან და მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.