„ეს ორგანიზაცია მუდმივად არის ჩასაფრებულ პოზიციაში, თუ როგორ დააზარალოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ეს ორგანიზაცია მუდმივად არის ჩასაფრებულ პოზიციაში, თუ როგორ დააზარალოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება და ერთი მოტივით, როგორმე თავისი ვიწროპარტიული მისწრაფებები გაიუმჯობესოს. ცდილობენ, პროვოკაციებში ჩართონ სახელმწიფო. ჩვენ უკვე გვაქვს ამ ადამიანებთან ბრძოლის გამოცდილება. ისინი არიან მე-5 კოლონა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ ომის პარტიის ერთადერთი სურვილია ქვეყანა ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს.