„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ამ სიტუაციით ისარგებლოს, როგორმე რუსეთის აგრესია ჩვენკენ მომართოს და ამის შემდეგ ამ პროცესში დასავლეთთან იკეკლუცოს, თუ როგორი პროდასავლურები არიან“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დაძაბულობის შექმნის ამოცანა არის ერთადერთი, რომელსაც ისინი თავისი მოქმედებებით ემსახურებიან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ ომის პარტიის ერთადერთი სურვილია ქვეყანა ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს.