პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი მეთოდით აღდგენა არ იგეგმება.
„რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეიძლება ძალისმიერი მეთოდით მოხდეს და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენი პრინციპი არის ურღვევი და აფხაზებსაც, ქართველებსაც და ოსებსაც თქვენი (ჟურნალისტების) მეშვეობით მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით შენდობა ცოდვების და ვიყურებით მომავალში. ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდების, მომავალი თაობის საომარ მოქმედებებში ჩართვა, მათ შორის, არც ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს“, - აცხადებს ვოლსკი.