logo_geo
eng_logo
უკრაინაში დაღუპულ დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
- +

26 მარტი. 2022. 10:41

 

 

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

დავით რატიანის ცხედარი ქაშვეთის ტაძარში, გიორგი ბერიაშვილის ცხედარი კი თემქაზე, მარიამ მეგვიპტელის ეკლესიაშია დასვენებული.

 

დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი თბილისში 24 მარტს ჩამოასვენეს.

 

დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენში 18 მარტს გარდაიცვალნენ. ორი ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ გაემგზავრა.

 

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. მისი გადმოსვენება ამ ეტაპზე ქალაქში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner