logo_geo
eng_logo
ზურაბ პატარაძე: საქორწინო საჩუქრის გადაცემაში დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ვხედავ
- +

9 აგვისტო. 2016. 15:20


ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების" განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქორწინო საჩუქარის, გადაცემა ერთგვარი ტრადიციაა, რაშიც დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ხედავს.


„ნეფე-პატარძალს ტრადიციულად გამგეობა საჩუქარს გადასცემს, ეს გეგმურად იყო გათვალისწინებული. თანხა გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში და ამ გეგმის მიხედვით წყვილს საჩუქარი გადავეცით. ჩვენ აქ ვერანაირ დარღვევას ვერ ვხედავთ", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.


შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, 6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახლად დაქორწინებულ წყვილს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს, რაც ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევაა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner