ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქორწინო საჩუქარის, გადაცემა ერთგვარი ტრადიციაა, რაშიც დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ხედავს.
„ნეფე-პატარძალს ტრადიციულად გამგეობა საჩუქარს გადასცემს, ეს გეგმურად იყო გათვალისწინებული. თანხა გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში და ამ გეგმის მიხედვით წყვილს საჩუქარი გადავეცით. ჩვენ აქ ვერანაირ დარღვევას ვერ ვხედავთ", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, 6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახლად დაქორწინებულ წყვილს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს, რაც ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევაა.