ე.წ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული დავით ჩაჩიბაია (გერლიანი) მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურორის განცხადებით, ჩაჩიბაიას მიმალვისა და გამოძიებისათვის თავის არიდების საფრთხე კვლავ არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ დავით ჩაჩიბაიას (გერლიანი) ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. უკრაინიდან მისი ექსტრადირება 2 თვის წინ განხორციელდა.