logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დანილოვმა საქართველოს კიდევ ერთხელ უსაყვედურა რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად მოქცევისთვის!
- +

28 მარტი. 2022. 01:46

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, თუკი სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტები გაიხსნება, ეს უკრაინას რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში ძალიან დაეხმარება.

დანილოვმა საქართველოს კიდევ ერთხელ უსაყვედურა "რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად მოქცევისთვის"!

«Но, если бы и Приднестровье, и Грузия, и все сегодня занимались бы возвращением своих территорий… Более того, Польша пока не на официальном уровне уже выступила с претензиями на Калининградскую область. Это бы нам точно помогало, потому что им было бы чем заниматься, кроме того, чтобы уничтожать наши города и села, убивать наших детей и женщин», — добавил секретарь СНБО. ("დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა").

ბუნებრივია, ყველა მიხვდით, რა სურთ ამ გარეწრებს!

ღმერთმა უშველოს უკრაინელ ხალხს, მაგრამ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება როგორ არის საქართველოს მეგობარი?!

ვინმემ გამაგებინეთ, ეს რა ხალხია, ვინ არიან საერთოდ?!

ძალიან უნდათ, რომ რუსეთმა უკრაინისკენ მიმართული ძალის ნაწილი ჩვენთან დახარჯოს, და საერთოდ არ ენაღვლებათ, აქ რამდენი ქალაქი დაიბომბება, რამდენი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპება, რამდენი ბავშვის სიცოცხლე შეწყდება!

გეკითხებით: ვინ არიან ეს გარეწრები?!

დიახ, უკრაინის ხელისუფლებაზე ვამბობ და აქ ახლა არავინ მითხრას, - ომში არიან და ჭკუა არ მოეკითხებათო!

თავისი სამყოფი ჭკუა კი აქვთ, თორემ იქ, სადაც უკრაინელებთან ერთად ქართველებიც იბრძვიან და იღუპებიან, ესენი რატომ არ ჩანან?!

ესენი რატომ არიან ბუნკერში?!

ვინ არის ეს დანილოვი - გენიოსი და აზრის გიგანტია, რომ მის გარეშე სტრატეგიული დაგეგმვა ვერ ხერხდება?!

რატომ არ იბრძვის თავისი სამშობლოდან რუსი ოკუპანტების გასაყრელად?!

აჰა, გასაგებია: დანილოვს რომ რამე მოუვიდეს, მერე ვინ გააკონტროლებს დონბასის აღსადგენად გამოყოფილი ასტრონომიული თანხების ხარჯვას?!

აქამდეც ამიტომ უტევდნენ საქართველოს ხელისუფლებას - მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ ჩვენთან!

ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენი ხელისუფლების პროვოცირებას, რომ შეცდომა დაეშვა და გაღიზიანებული რუსეთის საქართველოზე თავდასხმა გამოეწვიათ!

ამაში უკრაინაში მყოფი თუ აქ დისლოცირებული მანქურთებიც თავგამოდებით ეხმარებოდნენ!

არაფერი გამოუვიდათ და უკვე ღიად მოითხოვენ!

ოღონდ, ამჯერად რუსეთმა კი არ უნდა გაგვიხსნას, თურმე ჩვენ უნდა გავუხსნათ რუსეთს მეორე ფრონტი!

ჰოდა, დანილოვის ამ განცხადების შემდეგ პირდაპირ ვამბობ:

უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner