logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსზე იმსჯელეს
- +

30 მარტი. 2022. 12:33

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტში   ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა. ეთიკის კოდექსი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №14/04 ბრძანებით არის დამტკიცებული მიმდინარე წლის  17 თებერვალს, კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გააცნო.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეთიკის კოდექსი არეგულირებს ქცევის წესებს ვალების ამომღები ორგანიზაციებისთვის.

 

„ეს არის სფერო, რომელშიც შეინიშნებოდა გარკვეული უკმაყოფილებები მომხმარებელთა მხრიდან მათი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის მიმართულებით.

შესაბამისად, ამ სფეროში წესრიგის შემოტანის ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner