logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ ესაა დამატებითი არგუმენტი, რატომაც სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილია
- +

30 მარტი. 2022. 14:01

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ციხის გარეთ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის, შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს.

 

„ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ ესაა დამატებითი არგუმენტი, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. ციხის გარეთ მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას. ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რომ კიდევ დამატებით არ დავუმძიმოთ მდგომარეობა, სჯობია, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში“, - აცხადებს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner