logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან კარგად ვიცით, რომ ელჩობის იმ 12 კანდიდატის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დაამტკიცა
- +

30 მარტი. 2022. 14:56

 

 

„ძალიან კარგად ვიცით, რომ ელჩობის იმ 12 კანდიდატის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დაამტკიცა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

„გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ელჩობის 12 გაგზავნილი კანდიდატიდან 12-ვე დაამტკიცეს, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იმ 12-ის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დაამტკიცა. აი, ამაზეა საუბარი. სამწუხაროდ, არაა კორექტული ამ დანარჩენი ადამიანების სახელებისა და გვარების გასაჯაროება, იმიტომ რომ ისინი გამოცდილი დიპლომატები არიან და დღესაც დიპლომატიურ სამსახურში რჩებიან“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ ასახავს რეალურ სურათს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით კი, სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი 12-ვე კანდიდატურა დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner