ქართველი ძიუდოისტი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი რიოს ოლიმპიადაზე მერვედფინალში გავიდა.
ჭრიკიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს შეხვდა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე იუკოთი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ჭრიკიშვილი მერვედფინალში სალვადორელ ხუან დიეგო ტურკიოს შეხვდება, რომელმაც საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ქართველი რომან მასტოპულოსი (ვანო რევაზიშვილი) დაამარცხა.